გიორგი ამილახვარი პრეზიდენტზე - მისი ბევრი განცხადება ბოლო ხანებში გაურკვეველია და ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები

გაუგებარი და გაურკვეველია ასეთი დამაზიანებელი, უსაფუძვლო, უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე გარკვეული პროპაგანდისტული ზიანი - ზოგადად, მისი [პრეზიდენტის] ბევრი განცხადება ბოლო ხანებში გაურკვეველია და ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ჯგუფების გააქტიურებაზე საუბრობს.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, „ცარიელ ოთახში ქარიშხლის ატეხა სრულიად უსაფუძვლოა“.

„ვერ გეტყვით, ქალბატონმა პრეზიდენტმა ვინ და რა იგულისხმა. ზოგადად მისი ბევრი განცხადება, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში გაუგებარი და გაურკვეველია. ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები. არ უნდა ვეძებოთ ის საკითხები, რაც ბუნებაში არ არსებობს. ცარიელ ოთახში ქარიშხლის ატეხა სრულიად უსაფუძვლოა. პრემიერ-მინისტრს სულ ახლახან ჰქონდა ევროპის გულში უმაღლესი დონის ვიზიტი და შეხვედრები. ის მხარდამჭერი განცხადებები და ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღება, ბუნებრივია, არის ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. შესაბამისად, გაუგებარი და გაურკვეველია ასეთი დამაზიანებელი, უსაფუძვლო, უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე გარკვეული პროპაგანდისტული ზიანი, თითქოს რაღაცას აქვს ადგილი. ეს, სამწუხაროდ, იმ პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მრავალი წელია ჩვენი ოპონენტებისგან გვესმის, თითქოს სანქცირებული ტვირთების ტრანზიტული ქვეყანა იყო საქართველო და ა.შ. საბოლოოდ, ყველამ დავინახეთ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ გამოვლენილა მსგავსი. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რათა „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ როგორმე დააზიანონ. ყველა კარგად ხედავს იმ მზარდ რეიტინგს, რომელიც „ოცნებას“ აქვს. მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ წელს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს და ცდილობენ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში პრორუსულ ძალებზე ისაუბრა.

„ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: - „ევროპა, თუ არა ევროპა“ - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს