ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება დასრულებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ვადების გახანგრძლივება იმან გამოიწვია, რომ პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკმა გამოყოს.

„ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს და შესაბამისად ვისაუბრეთ, მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. თავდაპირველად კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ივლისში დასრულდება, შესაბამისად, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. იცით, რომ საწყის ეტაპზე ეს პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემები იყვნენ ამაში ჩართულები, ანუ ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი. ასევე, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს.

აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა, თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები და რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის გაზიარებულია. თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია, ეკონომიური ნაწილის, რომელიც დღეს მივიღეთ, მაგრამ ხდება დაზუსტება კონსულტანტებთან, ანუ ექსპერტებთან მიდის კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც მათ შორის, ბევრ ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი დროში განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გახსნილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, ძალიან დიდი ხანია მოცდის პერიოდი, როგორც თვითონ კაბელის წარმოების, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ანუ სამონტაჟო სამუშაოებზე შეზღუდულია შესაძლებლობები. შავი ზღვა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, რაც ამ დროისთვის იგეგმება, ასევე ყველაზე ღრმა. შესაბამისად სპეციფიკური ტექნიკური მონაცემების პროექტია და ამ კუთხით, დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები და მუშაობა, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა, პროექტის ეფექტიანად და დროში სწრაფად განსახორციელებლად.

პროექტი მიდის გეგმაზომიერად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება და არის უკვე გაცხადებული, რამდენადაც ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის და საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ. შესაბამისად, მას გარკვეული ევროპული ფონდებიდან დაფინანსება ეხება, თუმცა დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება",- განაცხადა მინისტრმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება დასრულებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის კვლევის პროექტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ვადების გახანგრძლივება იმან გამოიწვია, რომ პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მსოფლიო ბანკმა გამოყოს.

„ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ შავი ზღვის კაბელის პროექტის მიმდინარეობის საკითხს და შესაბამისად ვისაუბრეთ, მათ შორის, დაფინანსების ობციებზე. თავდაპირველად კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ივლისში დასრულდება, შესაბამისად, ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა მხარემ გამოთქვა. შესაბამისად, საკვლევი არეალიც და მიზანიც დაკორექტირდა და გაიზარდა. იცით, რომ საწყის ეტაპზე ეს პროექტი იყო საქართველოს მხრიდან ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემები იყვნენ ამაში ჩართულები, ანუ ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორები. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი. ასევე, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს.

აქედან გამომდინარე, კვლევის ვადები გახანგრძლივდა, თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები და რამდენიმე სცენარი არსებობს, რომელიც ჩვენთვის გაზიარებულია. თუმცა ეს არის პირველადი ინფორმაცია, ეკონომიური ნაწილის, რომელიც დღეს მივიღეთ, მაგრამ ხდება დაზუსტება კონსულტანტებთან, ანუ ექსპერტებთან მიდის კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც მათ შორის, ბევრ ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს. ჩვენი მიზანია, რომ პროექტი დროში განხორციელდეს ოპერატიულად და იმ პირობებში როდესაც გლობალური მოთხოვნა ძალიან გახსნილია ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, ძალიან დიდი ხანია მოცდის პერიოდი, როგორც თვითონ კაბელის წარმოების, ისე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ანუ სამონტაჟო სამუშაოებზე შეზღუდულია შესაძლებლობები. შავი ზღვა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, რაც ამ დროისთვის იგეგმება, ასევე ყველაზე ღრმა. შესაბამისად სპეციფიკური ტექნიკური მონაცემების პროექტია და ამ კუთხით, დავიწყეთ მწარმოებლებთან ინტენსიური შეხვედრები და მუშაობა, რომ მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა, პროექტის ეფექტიანად და დროში სწრაფად განსახორციელებლად.

პროექტი მიდის გეგმაზომიერად. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით, რომ მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს პროექტი იქნება და არის უკვე გაცხადებული, რამდენადაც ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ევროპის და საქართველოს საერთო ინტერესების ქვეშ. შესაბამისად, მას გარკვეული ევროპული ფონდებიდან დაფინანსება ეხება, თუმცა დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება",- განაცხადა მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის