„სამოქალაქო იდეა“ კობახიძის განცხადებაზე - დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის

დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ერაში“, აშშ-ს და ჩინეთთან ურთიერთობების თანაბრად გაღრმავების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება ნებისმიერი აქტორისთვის, მით უფრო მცირე სახელმწიფოსთვის. კიდევ უფრო აბსურდულია, ჩინეთის გავლენებით, საქართველოში რუსეთის ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთქმედება ეფუძნება კოოპერაცია-კონკურენცია-ურთიერთშევსების ფორმულას, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ეს ორი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებს წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის საბოლოო რევიზიისათვის, რაც საბოლოოდ საქართველოს ტიპის სახელმწიფოებს რუკიდან გაქრობას უქადის,“ - ასე აფასებს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან ისაუბრა საქართველოს პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძემ, ამ განცხადებით, დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესების თაობაზე - ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მიერ ხშირად გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა „ვითარების კომპენსატორად ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა შემოგვთავაზა.“

„პრემიერ კობახიძის 23 თებერვლის საგარეო პოლიტიკურ გზავნილებზე მულტივექტორულობის საშიში ილუზია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში

მხოლოდ ფაქტები:

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, გამყარებულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით;

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მხოლოდ ერთობლივი განაცხადი გვაქვს, რომელიც არც შეთანხმებაა და არც არაფერს ავალდებულებს ჩინეთს საქართველოსთან მიმართებით;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა მთლიანად დგას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე;

ამ დროს ჩინეთს არც ერთხელ არ დაუჭერია მხარი გაეროში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის;

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი და რუსეთის აგრესიის შეჩერების ეროვნული სისტემა, დიდწილად და თითქმის ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ, ფინანსურ და პროფესიულ მხარდაჭერაზე დგას;

ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და უკრაინაში აგრესიის ფონზე აგრძელებს ამგვარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც თვისობრივად აგრესორის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერაა;

2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, სწორედ ამერიკა იყო მთავარი ჩემპიონი, კონტრიბუტორი და ლობისტი იმ მხარდაჭერის მობილიზების, რომელმაც ქვეყანა ომით გამოწვეული ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისგან იხსნა და ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყო;

2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, 2009 წელს გაეროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა;

კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც მცირე ეკონომიკის ქვეყნები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ამერიკული დახმარების პროგრამები არც ერთი დღით არ გაჩერებულა, ქვეყანაში ასევე შემოდიოდა ამერიკული ინვესტიციები, მაშინ როცა ჩინეთის ისედაც მიზერული საინვესტიციო პაკეტი ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის თვალსაზრისით, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული აშკარა ასიმეტრიის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების უკან, საგარეო პოლიტიკური პოპულიზმი დგას, რაც შიდა პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იგნორირებასა და უგულებელყოფაზე გადის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეროზიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკა აირჩია. ერთი მხრივ, მოსახლეობის ზეწოლით აცხადებს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სურვილს და მეორე მხრივ, ზრდის სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, პარალელურად კი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადს აკეთებს ჩინეთთან.

აღნიშნული საგარეო პოლიტიკური ქცევის ლეგიტიმატორად, ვერ გამოდგება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების აბსტრაქტული კლიშეები. ბატონი კობახიძის განცხადება, რომ „ორივე ზესახელმწიფოსთან საქართველოს ურთიერთობის [თანაბრად] გაღრმავება“ უნდა, საუკეთესო შემთხვევაში, სასურველის რეალობად წარმოჩენის გულუბრყვილო სურვილია და უარეს შემთხვევაში, უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოკლებული, საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდული ბოროტი პოპულიზმი. „დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ერაში“, აშშ-ს და ჩინეთთან ურთიერთობების თანაბრად გაღრმავების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება ნებისმიერი აქტორისთვის, მით უფრო მცირე სახელმწიფოსთვის. კიდევ უფრო აბსურდულია, ჩინეთის გავლენებით, საქართველოში რუსეთის ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთქმედება ეფუძნება კოოპერაცია- კონკურენცია-ურთიერთშევსების ფორმულას, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ეს ორი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებს წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის საბოლოო რევიზიისათვის, რაც საბოლოოდ საქართველოს ტიპის სახელმწიფოებს რუკიდან გაქრობას უქადის.

სინამდვილეში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ამოცანები „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება - ძალაუფლების შენარჩუნება. დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით (რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობისას, ხშირად არიან შეზღუდული, პოლიტიკური სისტემის შინაარსით), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნებისმიერი ტიპის რეჟიმთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში.

შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის.

„ქართული ოცნების“ ხელში უკონტროლო უმრავლესობის არსებობის პირობებში, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელში შეგვრჩეს კომუნისტური პარტიის მიერ „ლეგიტიმიზირებული’’ ავტორიტარიზმი, ერთი მხრივ, სიღარიბის და მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტების ჩაცემენტებით,“ - აღნიშნულია „სამოქალაქო იდეას“ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი