პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ მთავრობას - იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული, რათა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ

მოვუწოდებ ყველას საქართველოში, იმუშაონ დაუღალავად, მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ძალიან ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს და ლიდერებმა უყოყმანოდ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოზიტიური გადაწყვეტილება დამოკიდებულია რეფორმებზე, რომლებიც ქართველებმა თავად უნდა განახორციელონ.

„საგზაო რუკა ნათელია, 9 ნაბიჯი ნათელია, მუშაობა მიმდინარეობს“, - დასძინა ელჩმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საქართველოსთვის განსაზღვრულ 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით და ყველა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშში მოიცავდა, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

„სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა. მიმდინარეობს განხილვა საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან ერთად იმაზე, თუ ზუსტად რა უნდა გაკეთდეს. ამის შეფასება მოხდება გაფართოების შესახებ შემდგომ ანგარიშში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოების შესახებ მომავალი ანგარიშისთვის მომზადებას ახლა იწყებს.

„გვექნება კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და გასული წლის მსგავსად, დეკემბერში ლიდერები გადაწყვეტენ გადავიდნენ თუ არა შემდგომ ეტაპზე - რაც საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს