გრიგოლ გეგელია - მცდელობა საქმის ისე წარმოჩენისა, რომ ჩინეთი ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო შეიძლება ალტერნატივა იყოს ამერიკისა და ევროპული კავშირისა, არის ფუნდამენტურად მცდარი და ჩანასახშივე ბოროტი განზრახვით ნაკვები

ნებისმიერი მცდელობა საქმის ისე წარმოჩენისა, როგორც „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს - ჩინეთი ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო შეიძლება ალტერნატივა იყოს ამერიკისა და ევროპული კავშირისა, არის ფუნდამენტურად მცდარი და ჩანასახშივე ბოროტი განზრახვით ნაკვები, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ მიესალმება ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, ისე როგორც ყველა სახელმწიფოსთან, გარდა რუსეთისა.

„პარტია „ლელო“ მიესალმება ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, ისე როგორც ყველა სახელმწიფოსთან. ჩვენ ვართ მცირე ერი და სახელმწიფო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ადეკვატურად დივერსიფიცირებული იქნას. ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და კვლავაც მივესალმებით ყველა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლა არის კარგი რამ დივერსიფიკაციის კუთხით და ეს არის ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენც აუცილებლად გავატარებდით.

რაც შეეხება ჩინეთის საკითხს, ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საპასუხო სხვა ფუნდამენტურ კითხვაზე, კერძოდ, რას გულისხმობს ის ღირებულებით, პოლიტიკური, სტრატეგიული შეთანხმება და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება ჩინეთთან, რაც არის ამ ბოლო დროს დაანონსებული აქტიურად „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. ხომ არ გულისხმობს ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის იმ ასპექტების დასუსტებას, რაც საქართველოს ტრადიციულად გააჩნდა. ეს არის ის ლეგიტიმური კითხვა, რაც გააჩნია დღეს ჩემს პარტიას და არა ერთ სხვა კოლეგას. რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანას უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორები გაცხადებული ჰყავს და ეს არის აშშ და ევროპული კავშირი. აი, ამ სივრცეში, ამ პოლიტიკურ წესრიგში, ამ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ წესრიგში არის ჩვენი უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა. ვერც ერთი სხვა სახელმწიფო ალტერნატივა, ჩამნაცვლებელი ვერ გახდება, აი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო, გეოპოლიტიკური წესრიგისა, რასაც აშშ და ევროპული კავშირი წარმოადგენს.

ამიტომ ნებისმიერი მცდელობა საქმის ისე წარმოჩენისა, როგორც „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს, ჩინეთი ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო შეიძლება ალტერნატივა იყოს ამერიკისა და ევროპული კავშირისა, არის ფუნდამენტურად მცდარი და ჩანასახშივე ბოროტი განზრახვით ნაკვები. სხვა მხრივ, ეკონომიკურ ურთიერთობას და მეტ მიმოსვლას ჩინეთთანაც, იაპონიასთანაც მივესალმებით და ყველა სხვა სახელმწიფოსთანაც, გარდა რუსეთისა”,- განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება