ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს წერილით მიმართავს და ბახმაროში, კომპანია „ორბის“ პროექტის შეჩერება მოითხოვს

ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ბახმაროში, კომპანია „ორბის“ პროექტის შეჩერება სთხოვა.

შესაბამისი მოთხოვნის წერილით სამინისტროებს მან დღეს მიმართა და ასევე, მოითხოვა „ორბის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება.

როგორც არმაზ ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთ ლარად გადაცემულ რამდენიმე მილიონიან მიწის ნაკვეთზე „ორბის“ მიერ „ამ ბარბაროსული პროექტის დაწყება ბახმაროს განაჩენს გამოუტანს“.

„დღეს მე ბახმაროს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის სახელით, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში, მინისტრების სახელზე, წერილი შევიტანე. ამ წერილით ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, მინისტრებს მივმართავთ და ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებისა და კომპანია „ორბის“ წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებას ვთხოვთ. ამ შეხვედრაზე გაიმართებოდა მსჯელობა დღეს მინისტრების სახელზე გაგზავნილ წერილში ჩამოყალიბებულ მთავარ კითხვებსა და ბახმაროს თემით დაინტერესებული ექსპერტების არგუმენტებზე. ჩვენ ვითხოვთ კომპანია „ორბის“ პროექტის შეჩერებას, იმიტომ, რომ კომპანია „ორბის“ პროექტის დაწყების შემთხვევაში ბახმაროს შეექმნება იმ ტიპის საფრთხეები, რომელთა გამოსწორებაც მერე ვეღარ მოხერხდება. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე დაკავშირებულია ბახმაროს უნიკალური ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ბუნებრივი პირობების სრულ დარღვევასთან. ეს კი უკავშირდება ბახმაროში დღეს არსებული კოტეჯების, იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნებას. მომავალში „ორბის“ მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მსგავსი კომპანიების მიერ ბახმაროს სხვა ნაწილების ჩაბეტონებას, რაც შეუქცევადად შეცვლის ბახმაროს იერსახეს. შედეგად, ბახმაროში მივიღებთ ახალ ბაკურიანს, გუდაურს, ჩაბეტონებულს. ფაქტობრივად, ეს იქნება დანაშაული არამხოლოდ ბახმაროს მიმართ, არამედ დანაშაული მთელი ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის უნიკალური კურორტი, საუბედუროდ, თითზე ჩამოსათვლელიც აღარ დაგვრჩა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უნიკალური, თითქმის, 4 ჰა ოქროს მთის ნაკვეთი ბახმაროში, საქართველოს მთავრობამ, „ორბს“ ერთ ლარად გადასცა, გაუგებარია რატომ, რა მიზნით. ბევრი ეჭვი არსებობს აქ და ამ ერთ ლარად გადაცემულ რამდენიმე მილიონიან მიწის ნაკვეთზე „ორბის“ მიერ ამ ბარბაროსული პროექტის დაწყებით განაჩენი შეიძლება გამოვუტანოთ ბახმაროს. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ათასობით მხარდამჭერი, ბახმაროს გულშემატკივარი, ამას არ დაუშვებთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება