ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ პარტნიორები იარაღს მოგვაწვდიან, წარმატებას მივაღწევთ, თუ არა - რუსები ჩვენზე თავდასხმას განაგრძობენ, განაგრძობენ და განაგრძობენ

უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება არტილერია და საჰაერო თავდაცვის საშუალებები მისი მოკავშირეებისგან, რათა რუსეთისგან თავის დაცვა განაგრძოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, ომი უფრო შორს ევროპაში წამოიწყოს.

„თუ მსოფლიო არ შეაჩერებს, ის ამას 2030 წლამდე გააკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სურს, უკრაინის მოკავშირეებმა იცოდნენ, რომ თუ ისინი მზად არიან ქვეყანას საჰაერო თავდაცვის საშუალებები მიაწოდონ, მას შეუძლია ის მშვიდობიანი მოქალაქეების, ისტორიული ცენტრების, საავადმყოფოების გადასარჩენად, ასევე რუსებისგან თავის დასაცავად და მათი ფლოტის დასამარცხებლად გამოიყენოს.

„ასე რომ, თუ პარტნიორები მზად არიან ამის გასაკეთებლად, წარმატებას მივაღწევთ. თუ არა, ისინი გააგრძელებენ, გააგრძელებენ და გააგრძელებენ ჩვენზე თავდასხმას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ სურს ომი საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს და რომ მოკავშირეებისგან დიდი რაოდენობის იარაღის გაგზავნაა საჭირო, რათა უკრაინამ გააგრძელოს თავისი ხალხის დაცვა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მომავალი არჩევნები გავლენას არ მოახდენს უკრაინის მიმართ მის პოლიტიკაზე.

„იმედი მაქვს, რომ ქვეყნის პოლიტიკა არ შეიცვლება და ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო