ჯაბა სამუშია „Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის“ მონაწილეებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-სა და ახალგაზრდული-საგანმანათლებლო ორგანიზაციის, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორმა ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე, გაცვლით პროექტებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე ესაუბრა და ერთობლივი პროგრამის განხორციელებისთვის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე, კახაბერ ჭეიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტები და თბილისის ახლომდებარე რაიონების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 100 -ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, არაფორმალური განათლების პოპულარიზებას, ინტერპერსონალური უნარების განვითარებასა და პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავისუფლების ლაბორატორიის ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან სოციალური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სამართლის მეცნიერებებით.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთი თვის განმავლობაში დაესწრონ ლექციებს, მასტერ-კლასებს, დებატებს საინტერესო თემებზე, ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში. შეხვედრები ყოველ შაბათ-კვირას ერთი თვის განმავლობაში გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება