"აქსელი - საქართველოს ანგელოზი" ინვესტორების ქსელის ინიციატივით, კომიტეტი, “Gateway to Europe” იქმნება

აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ინიციატივით, EBAN - ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელში, კომიტეტი “Gateway to Europe” იქმნება.

ორგანიზატორების ცნობით, აქსელის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და კავშირების გამყარებას კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის სტარტაპებსა და ევროპულ ინვესტიციებს შორის.

"ეს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისა და ცენტრალური აზიის, კავკასიისრეგიონს შორის ეკონომიკური განვითარებისთვის. კომიტეტის მთავარი მისიაა რეგიონისა და ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელების, ვენჩურული კაპიტალის ფონდებისა და ყველა სხვა აქტორის გაერთიანება, მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ცოდნის გაზიარება და საინვესტიციო პერსპექტივების იდენტიფიცირება.

სტრატაპები, ინვესტორები და დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან შემოუერთდნენ კომიტეტის დაფუძნების ღონისძიებას 27 თებერვალს, 18:00 საათზე (თბილისის დროით)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

EBAN Committee Launch: “Gateway to European Angel Investing”-ის ფარგლებში ჩატარდება პრეზენტაცია თავად კომიტეტის, EBAN-ისა და აქსელის შესახებ, გაიმართება მოკლე პანელური დისკუსია და საჯარო განხილვა.

შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://us02web.zoom.us/meeting/register/tZclc--hqTgoHNcxuFE9HfDHlFyB5I3V4svo#/registration

აქსელისა და EBAN-ის თანამშრომლობა არამხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისქვეყნების სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს.

აქსელის შესახებ

აქსელი საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა პირველი ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპებისა და მათში ინვესტიცირების ხელშეწყობას საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. აქსელი აერთიანებს 90-მდე წევრ ანგელოზ ინვესტორსა და 15 პორტფოლიო სტარტაპს.

აქსელი, EBAN-ის წევრების რიცხვს 2021 წლიდან შეუერთდა და აქტიურად დაიწყო მუშაობა ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელებთან. რის შემდეგაც, გახდა EBAN-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, მიიღო ჯილდო “BEST PERFORMING NEW MEMBER 2023”, 2023 წელს EBAN-თან პარტნიორობით ჩაატარა “Investment Ecosystem Conference Vol.3”. სწორედ ამ ინიციატივების ლოგიკური გაგრძელებაა აღნიშნული კომიტეტის შექმნა.

თუ გაინტერესებთ აქსელში გაწევრიანება და ინვესტირების დაწყება:

Become a member

თქვენი სტარტაპ იდეის განსახილველად კი, შეავსეთ აპლიკაცია:

Apply to pitch

EBAN-ის შესახებ

EBAN - ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი აერთიანებს 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას 50-მდე ქვეყანაში.EBAN 1999 წელს, პირველი ბიზნეს ანგელოზთა ქსელების მიერ ევროკომისიისა და EURADA-ს თანამშრომლობით დაარსდა. EBAN-ის წევრი, აქსელის მსგავსი ქსელები, წელიწადში საშუალოდ11,4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებენ საუკეთესო სტარტაპებსა და ინოვაციებში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის