საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი - ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში მისი გაცვლისთვის ხელი შეეშალათ

საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ხელი შეეშალათ მისი გაცვლისთვის რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც ბერლინში სასჯელს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის.

„15 თებერვალს მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზეა იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - აღნიშნა ნავალნის თანაგუნდელმა.

მისი თქმით, პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოლაპარაკებებში ამერიკელი და გერმანელი ოფიციალური პირები იყვნენ ჩართული.

პევჩიხის მტკიცებით, პროცესს, საბოლოოდ, დეკემბერში პატიმრების გაცვლის კონკრეტული გეგმა მოჰყვა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ვერ შეეგუებოდა ნავალნის თავისუფლებას და ვინაიდან კრასიკოვის გათავისუფლებაზე პრინციპული შეთანხმება არსებობდა, პუტინმა გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინათ ის.

”პუტინი გააგიჟა ნავალნის სიძულვილმა. მან იცის, რომ ნავალნის შეეძლო მისი დამარცხება“, - აღნიშნა პევჩიხმა.

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ პატიმრების დაგეგმილი გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება