გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე - მიზანმიმართულად, ჯიუტად სისულელეებს აკეთებენ, რომ ევროკავშირს დაგვაშორონ

ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი, ეს ძალიან ცალსახაა , - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენას გეგმავს.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ყველა ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული ინტეგრაციის გზასთან.

"ივანიშვილის პარტია ირჩევს საქართველოს ელიტისთვის, ჩვენ გვინდა ევროკავშირი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკა იყოს საქართველოში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის ევროპული სტანდარტი. ყველა ეს ცვლილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული ინტეგრაციის გზასთან. მიზანმიმართულად, ასე ჯიუტად სისულელეებს აკეთებენ, რომ ევროკავშირს დაგვაშორონ. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გამოსავალი. დღეს ყველაფრის ბერკეტი აქვს ივანიშვილის პარტიას", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს