სერგეი ლავროვი - დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა

ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ დაადასტურა, რომ მათ რუსეთი უყვართ და სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის ხშირად ნახვა სურთ. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა როგორც სამთავრობო, ისე არაოფიციალურ, მათ შორის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია.

„მაგრამ ჩვენი ქვეყანა, თავისი გეოგრაფიით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციით, ყოველთვის მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის ყველა იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოს არის და არა მხოლოდ მათთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა