ვლადიმერ პუტინი - გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, - განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის სპეციალური ძალების პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მიმართა უკრაინასთან ომში მონაწილეებს.

„სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 27 თებერვალს 2015 წლიდან აღნიშნავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს