გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება დაამზადოს გუდის ყველი.

გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში, მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში. ეს წესი სათავეს თუშეთის მეცხვარეებისგან იღებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, გავრცელდა ზემოთ ჩამოთვლილ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეც. საქპატენტში რეგისტრირებული სპეციფიკაციის თანახმად კი სწორედ ტრადიციული მეთოდის სავალდებულო შესრულება განსაზღვრავს გუდის ყველის დამზადების აუცილებელ პირობას.

გუდის ყველი ცილინდრული ფორმისაა, ზედაპირი თანაბარი, მაგრამ არა გლუვი, ქერქის გარეშე. ფერი თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდეა, უფრო ინტენსიურად შეფერილი შუაგულში. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში თანაბრად განაწილებული 0,3-0,5 სმ დიამეტრის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვე­თავდეს ცხიმის ნაღვენთები. ერთი თავი დაახლოებით 4-8 კილოგრამს იწონის. მსუბუქად ცხარე-მომჟავო, პიკანტური და ზომიერად მარილიანი გემოს მქონე გუდის ყველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს