ანჯეი დუდა - უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება