ჯაბა სამუშია აჯიბადემის უნივერსიტეტს ეწვია

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამედიცინო პროფილის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, აჯიბადემის (ACIBADEM) უნივერსიტეტს ეწვია. თსუ-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯაბა სამუშია, სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულთან ალექსანდრე ჯიშკარიანთან ერთად, აჯიბადემის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ აჰმეთ შაჰინსა და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე თსუ-სა და აჯიბადენის უნივერსიტეტის შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, კერძოდ, ისაუბრეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა ხანგრძლივობით სტაჟირების ორგანიზების საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ახლო მომავალში გაფორმდება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თურქულ საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების შესაძლებლობებზე. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე დაიგეგმა თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების თურქულ უნივერსიტეტში ვიზიტი.

აჯიბადემის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა 2007 წელს დაარსდა და დღემდე, დინამიური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ამზადებს ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება