ემანუელ მაკრონი - უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა აშშ-ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს

უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა აშშ-ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ჩვენ ამერიკის არჩევნების შედეგებს ვერ დაველოდებით, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ევროპის მომავალი სასწორზე დგას, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს დახმარება სურთ, ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის რუსეთის დამარცხება აუცილებელია.

„იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებაზე, როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით ახდენს გავლენას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა შეიძლება ნატო-ს ქვეყნებს შეუტიოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს