ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიბრუნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ძალისხმევით, ყოფილი კინოთეატრის უნიკალური კომპლექსური შენობა-ნაგებობა, კვლავ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

„შენობა, რომელიც წლების წინ კინოთეატრს წარმოადგენდა, შემდეგ კი კერძო საკუთრება გახდა ათეული წლების მანძილზე მრავალმხრივი დანიშნულებით ფუნქციონირებდა, გარდა უახლეს კინოპრემიერათა ჩვენებებისა, ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის და მასშტაბის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. სისტემატურად ტარდებოდა რეგიონული და საკავშირო სახის ოლიმპიადები, ფოლკლორული კონკურსები და გამოფენები. მსგავსი დანიშნულების სივრცის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობისთვის.

შენობის არქიტექტურა და შიდა სივრცე იძლევა შესაძლებლობას მისი დატვირთვა მოხდეს მრავალფუნქციური დანიშნულებით, მათ შორის, მოეწყოს სამუზეუმო სივრცე, კინოთეატრი, სახელოვნებო, კულტურული და სხვა ახალგაზრდული მულტიფუნქციური სივრცეები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს