წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს მართავს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO

წინანდლის მამული, SOLO და Visa-ს მხარდაჭერით და „პორშე ცენტრ თბილისთან“ პარტნიორობით, 1-ელი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ქალთა კვირეულს გამართავს.

SOLO-ს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში - დაესწრონ საფორტეპიანო კონცერტს, მოუსმინონ კლასიკური ჯაზის ტრიოს შესრულებას. ასევე, დაესწრონ SOLO Talk-ებს, რომლებსაც ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვებიან.

„ამასთან, 2-3 მარტს სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ჩატარდება დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც. 8 მარტს კი წინანდლის მამული განსაკუთრებულ ვახშამს უმასპინძლებს. „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი სტუმრებს მე-19 საუკუნის ჭავჭავაძეების ოჯახის ქალების რეცეპტებით ინსპირირებულ მენიუს შესთავაზებს. გასტრონომიულ საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო მუსიკალური ნაწილი მთლიანად ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნება (ია და დავით შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას შესრულებით).

მარტის თვის ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. დამატებით, 1-დან 10 მარტამდე, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლები წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. მეტი დეტალისთვის გადადით ბმულზე. სასტუმროს ჯავშანთან დაკავშირებით, დაუკავშირდით „სილქ ჰოსფითალითის“ კონტაქტ ცენტრს ტელეფონის ნომერზე: 032 2402 222 ან მეილის მისამართზე: welcome@silkhospitality.com“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო