დანიის პრემიერი - ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს - ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერისკენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს.

„ჩვენ ევროპული პერსპექტივიდან უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაგვიხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და დასავლეთში გამდიდრებაზე ზედმეტად ვიყავით ორიენტირებული, ამიტომაც დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება