ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ძლიერი მაკრო, თუმცა ლარი კვლავ ავლენს ტრენდს ზემოთ, მცირე გამყარებას

"თიბისის" მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.

„ამასთან, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯზე, იმპორტი უფრო ძლიერი იყო, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ ფონზე, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების მაჩვენებლები. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-დან 15.3%-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 67.5 ათასით, 1.37 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიგრანტების მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინებით.

სავალუტო ბაზრის კუთხით, კვლავ სახეზეა სენტიმენტების გაუმჯობესება, რაც დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში იკვეთება. ასევე საყურადღებოა, რომ მართალია მხოლოდ ზომიერი მოცულობით, თუმცა დეკემბერ-იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკი წმინდა სავალუტო შესყიდვებს დაუბრუნდა. ამასთან, ლარის კურსის მხრივ, კვლავ საყურადღებოა, რომ ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული”, - ნათქვამია „თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა