ირაკლი ქადაგიშვილი - ფაქტები გვაქვს, რომ კონკრეტული პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ - ამ სქემის გაუქმება არ უნდათ და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ

კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ - ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ,- ასე პასუხობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ სურთ ამ სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ.

„ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი არ ირჩევს, სპეციალური კომისია გამოარჩევს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, განსხვავება ძალიან დიდია. ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მანიშნებელია მათი „კეთილსინდისიერების". კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, განა კანონთან მიმართებაში აქვთ განსაკუთრებული შენიშვნა, მანდაც ერთი პრობლემაა, უნდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს ამ სამსახურის ხელმძღვანელს. შინაარსს რომ ჩასწვდებით ამ ბრტყელ-ბრტყელო ზოგადი ლოზუნგებისა და სიტყვებისა, აქამდე მივალთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროსთვის პარტიის ლიკვიდაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კრიტიკასაც და აღნიშნა, რომ როცა პარტია ფინანსური დეკლარაციის წარდგენას არ ახორციელებს, მათ შორის, ევროპული კანონმდებლობითაც ჩერდება პარტიის ფუნქციონირება.

„კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევა, როცა პარტია თავის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობას შეგნებულად არიდებს თავს. ამ შემთხვევაში დგება ეს საკითხი. შეუძლია მერე ეს გაასაჩივროს პარტიას სასამართლოში. როცა კანონი გავალდებულებს წარადგინო ფინანსური დეკლარაცია და ამას არ აკეთებ, ყველა, მათ შორის ევროპული კანონმდებლობითაც დგება პარტიის მოქმედების შეჩერება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა მიმართულებით ხდებოდა ეს (პარტიის აკრძალვის განხილვა), იქ სხვა საფუძვლები იყო, კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, აქ (ახალი ცვლილებების პროექტით) არის ნორმა, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, მაგრამ ეხება პარტიის ფინანსურ გამჭვირვალობას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს