ბაჩო ძანძავა - საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ბაჩო ძანძავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება.

„საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომაც დღეს ჩვენ სწორედ ამ მოთხოვნით ვაგროვებთ ხელმოწერებს და დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვალდებულია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება“,- განაცხადა ბაჩო ძანძავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები