„ლელო“ „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ცხოველთა უფლებადამცველებს ხვდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ცხოველთა უფლებადამცველებს ხვდება.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრის მიზანია, კანონპროექტის საკვანძო საკითხების და რამდენიმე პრობლემური მუხლის გარშემო მოისმინონ მოსაზრებები და რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც პარლამენტში პროექტის განხილვებში მონაწილეობა ვერ მიიღეს.

„აუცილებელია რომ საკითხები, რომელიც შინაურ და ბინადარ ცხოველებს უკავშირდება, იყოს მოწესრიგებული კანონმდებლობით. თუმცა, ვერსია, რომელიც მმართველმა ძალამ წარმოადგინა, შეიცავს რიგ საკვანძო საკითხებს, სადაც არის ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ეს გამოწვეულია საფუძვლიანი წუხილებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლებია იცავენ შინაური და ბინადარი ცხოველების ინტერესებს და კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას პრაქტიკაში, თუ კანონპროექტში რამდენიმე ძალიან პრობლემური მუხლი დარჩება უცვლელი. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, გავხსნათ კარი ადამიანებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დასწრებოდნენ განხილვას პარლამენტში, არა მათი მიზეზით. გვინდა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, გამოცდილება, რეკომენდაციები, როგორ უნდა შეიცვალოს კანონპროექტში ის რამდენიმე მუხლი, რომლის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ საკითხის მოწესრიგებას საზოგადოებაში ყველას ინტერესის დაბალანსებით და ცხოველთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით ისე, როგორც ეს შეესაბამება და ეკადრება ჰუმანურ საზოგადოებას”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება