პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

"ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სააგენტომ თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ჰაიდი გრაუს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს