სახალხო დამცველი მიესალმება პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეული დანაშაულების გამოძიებასაც ითვალისწინებს

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიციირებას, რომელიც პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2022 წელს, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოირიცხა პროკურორების მიერ მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის, მუქარის სავარაუდო ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციიდან, მაშინ როდესაც, საგამოძიებო უწყების მანდატი სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებს ფარავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტირების უზრუნველყოფის საკითხზე, სადაც ხსენებული ცვლილების საჭიროებაზეც იყო ხაზგასმა.

„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებას და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ხსენებულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველისა და ეუთო/ოდირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული სხვა რეკომენდაციებიც“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს