ირაკლი ზარქუა - საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ:  შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი "ენჯეოშნიკების" დაფინანსებას

საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ: შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს, უნდა შეეშვათ ასეთი "ენჯეოშნიკების" დაფინანსებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.

"საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის საელჩოებსაც - შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი "ენჯეოშნიკების" დაფინანსებას, რომელიც მათ შორის, არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს