საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ - გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის 27 სტუდენტი წარსდგა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთო ჯამში, მონაწილეობა აღნიშნული ფაკულტეტების 63 სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნეს.

„სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენასა და სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციაში, ასევე, მათ სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს.

როგორც დეკანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, სამშენებლო ფაკულტეტზე იმართება. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგინოს მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაში დაინერგოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველ დღეს სამეცნიერო მოხსენებითა და შესაბამისი პრეზენტაციით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ხოლო ღონისძიების მეორე დღეს - მაგისტრანტები და დოქტორანტები. „სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებით არის დაკომპლექტებული, კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელ ბაკალავრთა, ასევე მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შორის სამი-სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, სტუდენტები, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, თემებს მთელი სემესტრის განმავლობაში ამუშავებენ, რათა საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეცნიერო თვალსაზრისით, კვალიფიციური და აქტუალური კვლევები წარმოადგინონ.

დეკანის მოადგილის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბაკალავრთა შორის სამი საპრიზო ადგილი სტუდენტებს - გეგა ჯერენაშვილს, ლუკა მოდებაძეს და გიორგი კუპრაშვილს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის - ლაშა ჭიპაშვილს, სალომე სეხნიაშვილსა და ქეთევან წიქარიშვილს მიაკუთვნა. მასალის საუკეთესოდ წარმოდგენისა და თემის აქტუალობისთვის კი, სპეციალური პრიზი სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ბაკალავრ დავით მაისურაძეს გადასცა.

სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული ნაშრომების პირველი სამეულის ავტორებს, საერთო ჯამში ექვს სტუდენტს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე, სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ - გაიმართა, რომელზეც ექვსი გამარჯვებული სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვა საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის 27 სტუდენტი წარსდგა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთო ჯამში, მონაწილეობა აღნიშნული ფაკულტეტების 63 სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნეს.

„სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ონლაინ რეჟიმში ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენასა და სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციაში, ასევე, მათ სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს.

როგორც დეკანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, სამშენებლო ფაკულტეტზე იმართება. სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, გამოავლინოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგინოს მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაში დაინერგოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პირველ დღეს სამეცნიერო მოხსენებითა და შესაბამისი პრეზენტაციით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ხოლო ღონისძიების მეორე დღეს - მაგისტრანტები და დოქტორანტები. „სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებით არის დაკომპლექტებული, კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელ ბაკალავრთა, ასევე მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შორის სამი-სამი საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, სტუდენტები, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად, თემებს მთელი სემესტრის განმავლობაში ამუშავებენ, რათა საერთაშორისო კონფერენციაზე, სამეცნიერო თვალსაზრისით, კვალიფიციური და აქტუალური კვლევები წარმოადგინონ.

დეკანის მოადგილის თქმით, სპეციალურმა კომისიამ ბაკალავრთა შორის სამი საპრიზო ადგილი სტუდენტებს - გეგა ჯერენაშვილს, ლუკა მოდებაძეს და გიორგი კუპრაშვილს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის - ლაშა ჭიპაშვილს, სალომე სეხნიაშვილსა და ქეთევან წიქარიშვილს მიაკუთვნა. მასალის საუკეთესოდ წარმოდგენისა და თემის აქტუალობისთვის კი, სპეციალური პრიზი სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ბაკალავრ დავით მაისურაძეს გადასცა.

სტუდენტთა ყოველსემესტრული IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული ნაშრომების პირველი სამეულის ავტორებს, საერთო ჯამში ექვს სტუდენტს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის