Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSME) და სპეციალურად ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

„ფინანსური განათლების პროექტმა სამცხე-ჯავახეთში აიღო სტარტი და ახალციხეში 100-მდე მოსწავლეს, სტუდენტსა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეს უმასპინძლა. ათი საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში, ჩვენ ვესაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საბანკო პროდუქტები, დაზოგვა, ინოვაციები, მარკეტინგი და სტარტაპები. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩვენთან ერთადაა ლიბერთი და გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, უფრო ნათელი გახდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. განათლება ხომ უკეთესი მომავლის წინაპირობაა“,- დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

„მოხარული ვართ, Mastercard-თან თანამშრომლობით, უფრო მასშტაბური გახდება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროიორიტეტული მიმართულებაა განათლება და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენი მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, სპეციალური, ფინანსური განათლების სასწავლო მოდულით გაიღრმავებენ ცოდნას და განავითარებენ საკუთარ ბიზნესს“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, ლიბერთისა და სხვა პარტნიორებთან ერთად.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება