ჯონ კირბი  - უკრაინაში ბრძოლის ველზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დახმარება ძალიან დავაგვიანეთ

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

”უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე, ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ სად აპირებენ სროლას და რით აპირებენ სროლას. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. ასე რომ, სიტუაცია ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეუძლებელია „დროის შტამპის“ დადება და იმის თქმა, რომ გარკვეულ დღეს უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს, მაგრამ მისმა არმიამ დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა რუსეთის შეჭრის გამო.

"ჩვენ გვჭირდება უკრაინას დახმარება ახლა. არ დავიწყებ სპეკულირებას, რომ შეიძლება გვიანი იყოს. ჩვენ უკვე, გარკვეულწილად, ძალიან დავაგვიანეთ. მათ დაკარგეს ქალაქი ავდიივკა - ფაქტობრივად, საბრძოლო მასალის გამო. ასე რომ, გარკვეული აზრით, ეს უკვე დრამატულ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე", - აღნიშნა კირბიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება