ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა განაცხადა.

მინისტრმა სოციალურ ქსელში უკრაინის ლიდერთან ქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

„გარდამტეხი მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“, - დაწერა ჰასანმა.

მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც ორმხრივი ვიზიტით, ასევე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო.

„მოწვეული იქნება ლიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა ევროპის ამ ნაწილიდან და პრეზიდენტი ზელენსკი იქნება ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კონტექსტში“, - განაცხადა პრემირმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება