ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას - რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის იმედადაა დარჩენილი

ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ - რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს რა კონფიგურაციაც არ უნდა შესთავაზოს, ეს რეალურად, ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა ამ არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაცა ფორმა, კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების შანსი მაინც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ოპოზიცია - ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, რომ არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად სიახლეს ქართული პოლიტიკისთვის არ წარმოადგენს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს