აშშ-ის ელჩი - გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი - ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან მისივე თქმით, საბოლოოდ საქართველოს საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

„საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულებულ იქნას. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. საბოლოოდ, ქართული საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთიანობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობის მისაღწევად.

ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამგზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ რა წვლილი შეეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ შეეტანა [ამ პროცესში]. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა ვნახოთ ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება იყოს მაქსიმალურად სასარგებლო იმ სამუშაოს გაწევაში, რომელსაც თქვენ ასრულებთ 9 მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესში. ძალიან მოხარული ვიყავი იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი გამგზავრება სწორედ ბრიუსელში იყო, რათა შეხვედროდა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს და განეხილა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნატო-ს წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსა-დმი მისწრაფება, რასაც ასევე ძალიან ძლიერად ვუჭერთ მხარს. რომ შევაჯამოთ, ძალიან დატვირთული წელი გელით წინ, მუშაობთ რა აუცილებელი ნაბიჯების შესრულებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის და ემზადებით რა არჩევნებისთვის“, - განაცხადა დანიგანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ძალიან პროდუქტიული იყო.

„გასულ პარასკევს მე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა კავშირი, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას. ეს იყო ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პრემიერთან საუბარში მზაობა, რომ გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობა და ხაზი გავუსვი ჩემს, როგორც ელჩის, პრიორიტეტებს, რომელთა შორისაც არის საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი და ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერა“,- განაცხადა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის