რობინ დანიგანი - კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს თქვენთან განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია, რასაც კვლავ ჩვენს სამხედრო პარტნიორობასთან მივყავარ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი.

„ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს, ერთად იბრძვიან და შედეგად მათ გამოიმუშავეს ღრმა და განგრძობითი კავშირი. ერთად მათ ქართველი სამხედროები ნატოს-თან თავსებადი გახადეს. ერთად მათ მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა. როგორც ვიზიტით მყოფმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედროები გააძლიერა, არამედ ჩვენი საკუთარიც და ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიჩინეთ“,- განაცხადა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება