1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება

დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების წარდგენა 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან.

კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 000 ლარით დასაჩუქრდება.

„დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარმოდგენის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge.

იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება