მეცნიერებათა აკადემიაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს

მეცნიერებათა აკადემიაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო ლექციას სახელწოდებით "ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება: რისი ცოდნა გვმართებს", რომელიც 27 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბიოუსაფრთხოების ექსპერტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ბაქანიძე უძღვებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკები, რომლის განსაზღვრა და შეფასება წარმოადგენს ქბრბ შემთხვევების პრევენციის მთავარ ქვაკუთხედს.

როგორც მომხსენებელმა ლელა ბაქანიძემ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რომელიც აღიარებული იყო, როგორც გლობალური საფრთხე, გაიზარდა ფართო საზოგადოების ინტერესი ბიოლოგიური საფრთხეების მიმართ.

„გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ მართული პროცესები, მაგალითად ომები ან ბუნებრივი კატაკლიზმები, გვიჩვენებს, რომ საჭიროა მზად ვიყოთ ახალი თუ მიძინებული პრობლემების გადასაჭრელად“ - აღნიშნა მომხსენებელმა ლელა ბაქანიძემ.

აკადემიის ცნობით, ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივაში (EU CBRN Risk Mitigation CoE Initiative), რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ქბრბ რისკების შემცირებასა და ყველა საფრთხის მხრივ უსაფრთხოების მართვის გაძლიერებაში, ნებაყოფლობითი და მოთხოვნაზე ორიენტირებული მიდგომის შესაბამისად. მომხსენებელი ლელა ბაქანიძე აღნიშნული ინიციატივის ექსპერტია ცენტრალური აზიის რეგიონში.

მათივე ცნობით, ლექციას დაესწრო მრავალმხრივი აუდიტორია. დარგის ექსპერტებთან ერთად, განხილვაში მონაწილეობდნენ და შემაჯამებელი სიტყვით წარდგნენ ბიოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია