ნანა ტოხვაძის განცხადებით, დირექტორების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა და ბუნდოვანებაა, რომელიც უნდა იქნას განმარტებული გიორგი ამილახვარის მხრიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, 29 თებერვალს სრულდება დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები და ამ მნიშვნელოვან პროცესში არსებობს კითხვები მინისტრის მისამართით.

ტოხვაძემ განათლების სამინისტროში, მინისტრ გიორგი ამილახვარის სახელზე განცხადება შეიტანა. მისი თქმით, დირექტორების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა და ბუნდოვანება არსებობს, რომელიც უნდა იქნას განმარტებული, გიორგი ამილახვარის მხრიდან.

„29 თებერვალს, დირექტორობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია სრულდება. კონკურსის გამჭვირვალობის, დემოკრატიულობისა და მაღალი სანდოობის დამზღვევ პროცედურებზე სამინისტროს მხრიდან განმარტებები არ ჩანს.

მივმართავ მინისტრ ამილახვარს, საზოგადოებას განუმარტოს:

რა კრიტერიუმებით შეირჩევა გასაუბრების კომისიის შემადგენლობა, რათა მაღალი სანდოობის ნაცვლად, კვლავ ძალაში არ დარჩეს კომისიები, როგორც "პოლიტიკური ფილტრი" არასასურველი კანდიდატების ჩამოსაშორებლად.

რამდენმა კანდიდატმა გამოუცხადა ნდობა ახალი შერჩევის წესს და დარეგისტრირდა კონკურსზე. აქედან რამდენია უკვე სერთიფიცირებული დირექტორობის მსურველი?

ინკლუზიური და მოქნილი პროცესის უზრუნველყოფისთვის მიღებულ ცვლილებებში, რატომ არ შეიქმნა 162 ტესტირებაგავლილი კანდიდატის პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობა? თუ ფიქრობთ, რომ გასული წლიდან დღემდე შეიცვლებოდა მათი აკადემიური ცოდნა?

რაც მთავარია, ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან დირექტორობის მსურველთა მიმართ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანად გვიჩნდება განცდა, რომ არა განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ სკოლებში ადგილების შესავსებად იწყებთ პროცესს - რაც ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის და კანდიდატების რეპუტაციის შელახვის გარდა სხვა შედეგს არ იძლევა”, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ნანა ტოხვაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის