ისეთი დანაშაულის მომზადება, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ასევე, მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან საქართველოში მისი ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება

ისეთი დანაშაულის მომზადება, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დაწყებით სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნის შესახებ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი “სისხლის სამართლის კოდექსი“ აღნიშნული დანაშაულების მომზადების დასჯადობას არ ითვალისწინებს, ასეთ ქმედებებზე რეაგირება და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა შეუძლებელია.

ამასთან, საზღვრის უკანონოდ კვეთისგან პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან პირები, ვინც საერთაშორისო დაცვის სტატუსს ითხოვს. პროექტის გათვალისწინებით, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!