ოთარ შამუგია - ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში, აბსოლუტურად ყველასთვის იყოს თანაბარი პირობები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ქვეყანაში მშვიდ გარემოში ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ხედავს რუსულ საფრთხეებს იმ მხრივ, რომ ოკუპანტ ქვეყანას საქართველოში არჩევნებში ჩარევის მცდელობა ექნება.

„მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი მთავრობა,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში, აბსოლუტურად ყველასთვის იყოს თანაბარი პირობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეკითხვას, მისი შეფასებით, რუსეთს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ექნება? მინისტრმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით“.

„ჩვენი ამოცანა არის უზრუნველვყოთ ყველასთვის თანაბარი გარემო და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ასე იქნება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსული პროპაგანდა, მინისტრი ამბობს: „რა თქმა უნდა, პროპაგანდა არსებობს“.

„ჩვენი მიზანი არის ყველა მიმართულებით უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო. ჩვენი ამოცანა არის, უზრუნველვყოთ მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა და ეს ასე იქნება, ხელისუფლება ამას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება