თაკო ჩარკვიანი - ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

„წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? - საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა [ხაზარაძე] შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს "ქართულ-ჯიგრულ პონტში" გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის [ციხეში] ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ [ციხეში] ?“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის მტკიცებით, საყოველთაო ამნისტია აუცილებლად უნდა შეეხოს მიხეილ სააკაშვილს.

„დღე და ღამ გაჰკივიან ხაზარაძეც და გახარიაც და ყველა, რომ ქვეყანაში რუსული სამართლებრივი სისტემაა. თუ რუსული სამართლებრივი სისტემაა, ეს სისტემა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც გასამართლებული ჰყავთ? სააკაშვილის გამოსვლის ისე ეშინიათ ხაზარაძეს და გახარიას, რომ იმ ადამიანებს სწირავენ, ვინც რუსულ სამართლებრივ სისტემას ახლა, ამ წუთში გასამართლებული ჰყავთ?

მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო ამნისტიაზე და სააკაშვილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს, თორემ ყველას ეგონება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვართ, რომ ასე მოუნდათ, რომ პუტინის პატიმარს არ შეეხოს. ეს ისევ რუსული თაღლითური სქემის გათამაშება იქნება, რაც 2012-ში, როცა მოვიდნენ გააკეთეს. თუ შეეხება, შეეხება ყველას. არის პედოფილიის მუხლი და ასეთ მძიმე მუხლებს მართლაც არ ეხება, მაგრამ სააკაშვილს, რომელსაც ედავებიან გირგვლიანის საქმეში უდოთი გათავისუფლებას, უთუოდ, აუცილებლად შეეხება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია