კირილ ბუდანოვი - რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს

რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.

"ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ.

"იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება