ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შუალედური ანგარიშის მიხედვით შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია - 276.8 მილიონ და 218.2 მილიონ ლარამდე.

„მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილის და სხვა ეკონომიკური აგენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში არ აღემატებოდა 47%-ს, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

თხილის ექსპორტი ქვეყნიდან ხორციელდება ნაჭუჭგაცლილი და ნაჭუჭგაუცლელი ფორმით. ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მოცულობა საერთო ექსპორტში, 2020-2023 წლებში, 68-81%-ის ფარგლებში მერყეობდა. ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხორციელდება იტალიაში (32%) და გერმანიაში (20%).

ინფორმაციისთვის, 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი - საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი - თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია