USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კონფერენცია, სახელწოდებით: „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ გამართა. ღონისძიებას სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა.

კონფერენციაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის - ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა გახსნა. როგორც დიპლომატმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის საქართველოსთან მუშაობას განაგრძობს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალაქეების ხელმისაწვდომობა სამართლებრივ სერვისებზე და ადამიანის უფლებათა დაცვა. საქართველომ ამ მიმართულებით პროგრესი განიცადა და ეს აღიარებულია ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ამ საკითხებზე მსჯელობა და პროგრესის მიღწევა გრძელდება იმიტომ, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძლიერი და სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს