საია-ს თავმჯდომარე - ე.წ. ვეტინგის სისტემა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს - რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის კეთილსინდისიერების შემოწმება და მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა.

„ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს. ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო წინ ვერ წავა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ეს ცალსახად წერია გაფართოების ანგარიშში, რომ საქართველომ კეთილსინდისიერების შემოწმების მიმართულებით უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმი", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, მან სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოწყობის სისტემას, სასამართლოში გავლენის არსებობას და ა.შ.

„ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სასამართლოს რეფორმა. სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა სჭირდება, მათ შორის ის მოდელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, საკმარისი არ არის. ვიმედოვნებთ, ახლაც პარლამენტი გადადგამს შესაბამის ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმება არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა