ბაზისბანკის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „არენა რეზიდენს ბათუმი“ შენდება

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე, საფეხბურთო სტადიონთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „არენა რეზიდენს ბათუმი“ შენდება. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

არენა რეზიდენსი 37,000 მ²-ზე გაშენებული 25-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ტბელ აბუსერიძის #21-ში მდებარეობს, რომელშიც მობინადრეებს რეკრეაციული ზონა დახვდებათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კომპლექსი ასევე მოიცავს 132 ავტომობილზე გათვლილ 4-დონიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს, 24/7 დაცვას და ვიდეოკონტროლს.

კომპლექსის ინფრასტურტურა მოიცავს კეთილმოწყობილ სპორტ დარბაზს, სპას და საცურაო აუზს, ასევე რესტორანსა და ლაუნჯს ტერასაზე. პანორამულ ხედებს ქალაქის, მთისა და ზღვის ხედებით.

კომპლექსის ადგილმდებარეობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე ინვესტირებისთვის. არენა რეზიდენს ბათუმი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, თანამედროვე დიზაინით, პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით.

საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს დეველოპერული კომპანია, რომლისთვისაც კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტია. იქმნება ინდივიდზე მორგებული გარემო, სადაც სიმყუდროვე და თანამედროვე სერვისები მთავარი ღირებულებაა. არენა რეზიდენსის პარტნიორია სამშენებლო კომპანია ARCON-ი, 12 წლიანი გამოცდილებით სამშენებლო ბაზარზე.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს