დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები გადასცა. ხოლო, სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარადგინეს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სლოვაკეთის საელჩოს ბავშვებისთვის სპორტული მოედნის რეაბილიტირების ხელშეწყობისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.

პოზიტიური იყო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებიც მინი-სპექტაკლით გვიმასპინძლეს. მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მეამაყებით და მჯერა, რომ ამ რეალობაში თქვენი შესაძლებლობა იქნება განუზომლად მნიშვნელოვანი და სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეხება არ ჰქონია კონფლიქტთან, თქვენ ხართ ყველაზე ლაღები, თავისუფლები და უნდა აგრძნობინოთ ჩვენი ოჯახის წევრებს - აფხაზებს ეს თავისუფლება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი