ისრაელის თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს ღაზასა და ისრაელის ჩრდილოეთით განვითარებული მოვლენები გააცნო.

„იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრისას ლოიდ ოსტინს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის თავდაცვის ძალების უკანასკნელი მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, სანამ ომის ყველა მიზანს არ მიაღწევს. ასევე, მხარეებმა ლიბანის საზღვართან არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს და გალანტმა ოსტინს განუცხადა, რომ ისრაელი მისი სუვერენიტეტის დარღვევას არ შეურიგდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება