„საქსტატი“ - 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 245.8 ათასით განისაზღვრა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 245.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 573.9 ათასი ერთეული შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 7.5 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 19.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 658.8 ათასით განისაზღვრა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.8 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.8 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 18.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 380.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 365.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2023 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 267.6 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 17.3 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 2.2 პროცენტით და 170.0 ლარს გაუტოლდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია