დიმიტრი ხუნდაძე - LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს - ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი

LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ეს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც ემუქრება.

„LGBT პროპაგანდა მძლავრ მასშტაბებს იღებს. ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს. ფაქტია, რომ ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი.

ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეუძლია დღეს იყოს ქალი, ხვალ - კაცი, შემდეგ თუ მოუნდება, ისევ - ქალი გახდეს და ა.შ. ამავე დროს, მთელი სიმძლავრით მიდის მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა.

ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ტერმინები - დედა და მამა. უფრო მეტიც, ეუბნებიან რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია. საბოლოო ჯამში კი, ამ პროპაგანდის მიზანი არის ერთადერთი - მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება