აჭარის მთავრობა - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის 317 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტებს 4 194 000 ლარი გადაეცემათ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, 317 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობის პროექტები განხორციელდება.

„აქტიურად ვიწყებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტები. აღნიშნული პროგრამა 317 სოფელს მოიცავს. განხორციელდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი სისტემების, საირიგაციო, სამელიორაციო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწესრიგება, ახალი სკვერები დაემატება სოფლებს. ასევე, დაგეგმილია ახალი წისქვილების მშენებლობა. ამ მიმართულებით, 5 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახლო მომავალში საგაზაფხულო სამუშაოები დაიგეგმება, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გატარდება და მიწის უფასოდ დამუშავების პროგრამა განხორციელდება.

„უკვე ვგეგმავთ ნაადრევი საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებას. წელსაც იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვის პროგრამა. აქტიურად ვიმუშავებთ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მაცხოვრებელს, რომელსაც საკუთარი მეურნეობა გააჩნია, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის ზიანი, რომელიც ამ დარგში, მათ შორის ფაროსანასა და სხვა რისკებიდან გამომდინარე არსებობს. ამ მიმართულებითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში იმუშავეს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო